ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სასამართლომ ივერი მელაშვილის სატელევიზიო კომენტარი მტკიცებულებად დაუშვა

სასამართლომ დავითგარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის მიერ ტელევიზიით გაკეთებული კომენტარი მტკიცებულებად დაუშვა. – აღნიშნული ინფორმაცია ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა “ტაბულას” დაუდასტურა.

ცნობისთვის, 10 თებერვალს პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ სასამართლოში მტკიცებულებად მელაშვილის საჯარო განცხადებებსაც წარმოადგენდნენ.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 28 იანვარს “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მელაშვილმა თქვა, რომ, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში “ერი იქნება, თუ ბერი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი”. მისი ეს განცხადება სამთავრობო გუნდმა მის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის გამოიყენა.

მეორე დღეს მელაშვილმა თავისი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ “დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, მაგრამ პოპულიზმი მოლაპარაკებებს აზიანებს”.

იტვირთბა....