ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოუვალ მდგომარეობაში არიან…” – თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა მელიას საქმეს ეხმიანება

“არ დაიჭერენ და ისედაც ნათელი სურათი, კიდევ უფრო ნათელი ხდება – მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი და ვერ მართავს,” – ასე ეხმიანება “ტაბულას” დამფიძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას საქმეს.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ახლა მმართველი გუნდი გამოუვალ მდგომარეობაშია.

“გამოუვალ მდგომარეობაში არიან: არ დაიჭერენ და ისედაც ნათელი სურათი, კიდევ უფრო ნათელი ხდება – მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი და ვერ მართავს. დაიჭერენ და დასავლეთთან ჯერჯერობით თითქოს დალაგებული პროცესი, თავიდან აერევათ. საპროტესტო მოძრაობასთან ერთად (რომელიც მელია სად იქნება, ამის მიუხედავად აგორდება), დასავლეთის კომპონენტიც ფორმაში იქნება. მოკლედ რავი – დეგენერატები ხართ ქოცებო. თავად მოიქციეთ თავი ჩიხში. რა გირაო აგიტყდათ?”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

იტვირთბა....