“მელიას დაკავება გაცილებით მეტ თავის ტკივილს შეუქმნის ხელისუფლებას.”
გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი
ამის შესახებ მან “ტვ პირველის” გადაცემაში “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.