ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას მისთვის სადებუტტაო უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმიანება და პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის დავალების შესრულებას უწოდებს.
როგორც ნიკა მელიამ მის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, 88 დეპუტატი, რომელმაც მის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა, “ქართული ოცნების” მონა-მორჩილებაში იმყოფებიან.
მელიას თქმით, გამოტანილი ვერდიქტი ეკუთვნის ყველა იმ მოქალაქეს, ვინც 20 ივნისის აქციაზე გამოვიდა, ვინც სამშობლოს ღალატი გააპროტესდა და ვისაც შეურაცხყოფას არ შეეგუა.
“გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მონა- მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა დაასამარა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა, რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოგვიტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, თქვენც, თქვენი მსობლებიც, ვინც ხმა აიმაღლა, ვინც გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა, გამოუტანეს ყველას, ვინც იყო მსხვერპლი მოძალადეების მიერ, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, ვის მიმართაც დევნას ახორციელებს, ვისაც თვალები დათხარეს და ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს და ეს განცხდა დაეუფლა ყველას და ჩვენ ავდექით სტიქიურად და მივედით რუსთაველის გამზირდე,”- აცხადებს ნიკა მელია.
ნიკა მელიას თქმით, 20 ივნისის იყო მრავალათასიანი აქცია, რომლებმიც გრძნობდნენ, რომ მათ შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, ის სერგეი გავრილოვის განაჩენს არ შეეგუება და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
“ეს იყო მრავალათასიანი ადამიანი ამ გრძნობით, რომელმაც ჩათვალა, რომ მათ სულში შეურაცხყოფა მიაყენებს. მინდა საქართველოს ვუთხრა ამ ადამიანების სახელით, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს და აქ ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, ახლა არ არის დრო პარტიული პოლიტიკის.
შეუძლებელია უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხაროთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. ეს 88 ადამიანი შველას საჭიროებს, ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებიდან,”- განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის თავმჯდომარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნიკა მელის იმუნიტეტი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას შეუძლია სასამართლოს პოლიტიკოსის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.