მთავარი ციტატა

“ყველაზე ჯოჯოხეთურ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნებოდა”- ალეკო ელისაშვილი

“ყველაზე ჯოჯოხეთურ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, უსამართლობის სიმბოლო მოსამართლე ბატონი მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნებოდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.”

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი 

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხს ეჭს უყრიან. 

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. აღნიშნული შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, როცა ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა.

პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

იტვირთბა....