ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხილულო სატანა“ – სოსო გოგაშვილი პეტრე ცაავას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს (ცაავა) განცხადებებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინდელი პატრიარქის ქადაგების შემდეგ მინდოდა, რომ პეტკაზე საუბრისგან თავი შემეკავებინა რაღაც პერიოდი, მაგრამ მე შევცდი. გუშინვე გამოეთრა და უმალვე პასუხი გასცა, ისევ ბინძურად.

მე ეჭვი მქონდა საიდანაც იმართებოდა ეს ნაგავი, მაგრამ სხვა ვერსიაზეც ვიხრებოდი –  მის პირადზე, თუმცა ეხლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის მართულია და ასრულებს დავალებას დაანგრიოს ქართული სამოციქულო ეკლესია.

ხოდა ჩემდათავად აწი შენზე გამტარებლის…შენი პატრონებიანად შენს დ….შ… დღეიდან. ხილულო სატანა“, – წერს სოსო გოგაშვილი.

ცნობისათვის, სადღესასწაულო წირვის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიაქმა ქადაგების დროს მეუფე პეტრეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ როგორც სახარებაში მამა ელოდებოდა უძღებ შვილს, ისიც ელოდება მეუფე პეტრეს. 

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას მეუფე პეტრე ცაავამ უპასუხა: „ეს განცხადება მიმართულია არა სახარებისეული სწავლების თანახმად, არამედ მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპისა და საშიშროება არსებობს, რომ ეს კერპი დაინგრეს…”

 

იტვირთბა....