ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლაგოდეხში შვილმა დედა დაჭრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. როგორც ირკვევა, შუა ხნის ქალს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

იტვირთბა....