“შემძულდა ეგ ბავშვი. დარიგება არ აკლდა, გვერდით ვედექით მაგ ოჯახს… არა, არ შევხებივარ, ბავშვი არ მინახავს.”
გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძა.
ამის შესახებ მან “TV პირველს” განუცხადა.
ის ერთ-ერთია იმ ბიძებიდან, რომლებსაც 14 წლის გოგონას დედა ბავშვის ცემაში ადანაშაულებს.
ცნობისათვის, ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი 10 თებერვალს მოიკლა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება.
დღეს, 15 თებერვალს კი, პოლიციამ მუქარისა და ძალადობისთვის დააკავა გარდაცვლილის ბაბუა. ის ამბობდა, რომ მოზარდმა თვითმკვლელობით “დანაშაული გამოისყიდა. დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო”. ამასთან, გარდაცვლილის დედის მტკიცებით, ბაბუა ბავშვზე ამბობდა, რომ “შეარცხვინა” და მასზე ფიზიკურად იძალადა.