ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ძმა სულიკო ცეცხლაძე, უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ არ უძალადია გოგოზე არც ბაბუას და არც ბიძებს“, – განუცხადა გარდაცვლილი გოგოს ძმამ ჟურნალისტებს.