“ბაბუა უფრო ადრე რომ დაეკავათ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა” – გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა
0
“ბაბუა, რა თქმა უნდა, მოძალადე იყო. დარწმუნებული ვარ ამაში. მე თვითონ იქ 14 წელი რძალი ვიყავი და მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ძალიან გამიხარდა [მისი დაჭერა]. ის [შვილი] რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავათ, უფრო კარგი იქნებოდა, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა. ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა ხოლმე – ეს ყველაფერი ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი.”
მერი რომანაძე – გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა.
ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მისი ბაბუა დააკავეს.