ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თეა წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება და უქმნიან სამინისტროს, არ შეუძლია, რომ არ იყოს მინისტრი” – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, |ქართული ოცნების” ლიდერს, თეა წულუკიანს საკანონდებლოორგანო ეპატარავება და სწორედ ამის გამო “უქმნიან სამინისტოს.” მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება რეალობას არის მოწყვეტილი.

“თეა წულუკიანს, როგორც ჩანს, პარლამენტი ეპატარავება და უქმნიან სამინისტროს, არ შეუძლია, რომ არ იყოს მინისტრი. ქვეყანაში, რომელიც იხრჩობა სიღარიბეში, სადაც ადამიანები ლუკმა -პურის გარეშე არიან დარჩენილები, კიდევ ცალკე სამინისტროს შექმნა და ახალი ხარჯების გაღება არის აღმაშფოთებელი, ეს არის დასტური იმის, რომ “ქართული ოცნება” რეალობას არის მოწყვეტილი და არ იციან პარლამენტის კედლებს მიღმა ხალხს როგორ უჭირს. შესაბამისად, მე ვარ და ვიქნები წინააღმდეგი.

ადამიანს რომელმაც თავი მოიჭრა მსოფლიოში არაეთიკური ქცევით, როცა სხვისი ნომერი გამოაქვეყნა, ნიშნავენ კულტურის მინისტრად”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, საუბარია კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფაზე. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანი ინიშნება. 

იტვირთბა....