მთავარი ციტატა

“არ მგონია, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა”- გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა

 “მე არ მგონია, რომ ჩემმა შვილმა თავი თავისით მოიკლა. რადგან ვიდრე გარდაიცვლებოდა, წინა დღეს მელაპარაკა,ძალიან ბედნიერი იყო, უნდა წამეყვანა ჩემთან. რომაა, ფიქრობ, ასევა(ინსცენირებული თვითმკვლელობა”. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ხმას ამოიღებს და ის ბიძაც უნდა დაისაჯოს აუცილებლად. ნუ დადუმდება ნურავინ და ნურც ჩემს მკვდარ შვილს ნუ დააბრალებენ, ბავშვმა მოიტყუაო. ყველას ვთხოვ ხმა ამოიღონ, ნუ შეეშინდებათ მაგ ადამიანების.”

მერი რომანაძე – ქობულეთსი გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა

14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ამბავი ოჯახში შეიტყვეს, მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ. მოგვიანებით, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ გოგონაზე ფიზიკურად ბაბუამისმაც იძალადა, ეს ინფორმაცია კი მას თავად შვილა მიაწოდა.

დღეს კი პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში გარცავლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა.

იტვირთბა....