მთავარი ციტატა

“მარტო ბაბუა არა, წიხლქვეშ რომ იგდეს ჩემი შვილი, ყველა უნდა დაისაჯოს”- 14 წლის გოგოს დედა

“მარტო ბაბუა არა, ის დამარჩენი სულ წიხლქვეშ რომ იგდეს ჩემი შვილი, ამის გამო ყველა უნდა დაისაჯოს აუცილებლად.  მელაპარაკება, სულ მავიწროვებენო, რატომ გვაწამე სირცვილიო. ეს რომ მოხდა, მერე შეიძულეს. ბავშვი

მერი რომანაძე – ქობულეთსი გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა

14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ამბავი ოჯახში შეიტყვეს, მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ. მოგვიანებით, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ გოგონაზე ფიზიკურად ბაბუამისმაც იძალადა, ეს ინფორმაცია კი მას თავად შვილა მიაწოდა.

დღეს კი პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში გარცავლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა.

 

იტვირთბა....