ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მან აღიარა და ბოდიშიც მოიხადა”- 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულს კიდევ ერთი გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ 23 წლის ნიკა ტაკიძეს კიდევ ერთი გოგო, ანი დიასამიძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ანი დიასამიძის ინფორმაციით, ბრალდებულმა მის მიმართ სექსუალური შევიწროვება მაშინ სცადა, როცა ის დაბადების დღეზე მეგობართან იმყოფებოდა. ამის შესახებ გოგონა “ფორმულასთან” ყვება.

მისი თქმით, შემთხვევის დროს 17 წლის იყო და ახლა, პირველად გადაწყვიტა, ამ თემაზე საჯაროდ ესაუბრა.

“ნიკა ტაკიძეს შევხვდი სრულიად შემთხვევით, წვეულებაზე. არც შევხვდი, ჯერ იყო ქმედება და ამის შემდეგ მე მისი სახე დავინახე, რამდენიმე დღეში შემხვდა ქუჩაში და დავადგინე ვინაობა იქედან, რომ ჩემს საერთო მეგობრებთან ერთად იყო.

ეს იყო ჩვეულებრივი სექსუალური შევიწროვება, ფიზიკური შეხება ხელით. უფრო კონკრეტული დეტალები არ შემიძლია, ვთქვა. მან აღიარა და ბოდიშიც მოიხადა ჩემთან. მაშინ 17 წლის ვიყავი. მე ამის შესახებ ვერავის ვეუბნებოდი”, – ყვება ანი დიასამიძე.

14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ამბავი ოჯახში შეიტყვეს, მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ. მოგვიანებით, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ გოგონაზე ფიზიკურად ბაბუამისმაც იძალადა, ეს ინფორმაცია კი მას თავად შვილა მიაწოდა.

დღეს კი პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში გარცავლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა.

იტვირთბა....