ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ახალი დეტალები ზურაბ ჟვანიას საქმეში

 

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ძალიან საინტერესო დეტალებ გამოიკვეთა და მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა – ამბობს ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია გაზეთ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, არის სიახლეები, რომლებზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ვერაფერს იტყვის.

FBI-ს დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი უმნიშვნელოვანესია. ის ადასტურებს, რომ იქ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. შეფასებით ნაწილში კი ორაზროვანი ფრაზებია. ვფიქრობ, მთავარი მაინც ექსპერიმენტული ნაწილია. ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია – სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დაათვალიერეს გამათბობელი და მასზე ვერ აღმოაჩინეს მურის კვალი, რაც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდა. არადა, CO სწორედ არასრული წვის პროდუქტია“.

ამავე ინტერვიუში გოგლა ჟვანია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი მოწმეებიც არსებობენ; ასევე, ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ აღმოჩნდა ფირი, სადაც ზურაბ ჟვანიასთვის თავის არეში მიყენებული დაზიანებები ჩანს.

„ეს ფირი განადგურებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან უამრავ მასალას შორის მას კარგად არ დააკვირდნენ. – ამბობს გოგლა ჟვანია – ის შსს-ს ოპერატორმა გადაიღო, რომელიც ცოცხალი მოწმეა. შედგა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქმეშია ჩაკერებული. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს არც ეს ფირი და არც შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო. ამ ფირზე კარგად ჩანს ტრეპანაციისას ძვლის ქვეშ არსებული დაზიანებები, ტვინის გარსზე სისხლჩაქცევები და სხვ. ექსპერტებმა ნახეს ფირი და ოფიციალური დასკვნაც დაწერეს. ამ დასკვნაში წერია ის, რომ ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება”.

იტვირთბა....