ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე პეტრე ცაავა ილია მეორეს პასუხობს

მეუფე პეტრე ცაავა კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელ ქადაგებას ეხმიანება, სადაც ის მეუფე პეტრეს სინანულისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მას, როგორც უძღებ შვილს ისე ელოდება.

პეტრე ცაავა ამბობს შემდეგს: “ეს განცხადება მიმართულია მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპისა და საშიშროება არსებობს, რომ ეს კერპი დაინგრეს.”

„ეს განცხადება მიმართულია არა სახარებისეული სწავლების თანახმად, არამედ მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპისა და საშიშროება არსებობს, რომ ეს კერპი დაინგრეს. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ამ ნაწილის მისამართით არის გაკეთებული ეს განცხადება და არა იმისათვის, რომ ის მოწყალე მამაა.

მოწყალე მამა საპატიმროში არ ჩატოვებს მის შვილს და ყველაფერი რა განსაცდელშიც დღეს ეკლესიაა და რამაც განაპირობა მეუფე პეტრეს მიერ ხმის ამაღლება, ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში ბინძური დაკვეთით”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მირქმის დღესასწაულზე, ქადაგებისას მეუფე პეტრეს დაკავშირებითაც ისაუბრა.

იტვირთბა....