ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება ან შემსუბუქება საბჭოზე არ განიხილება. ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვამ პოზიტიური შედეგი გამოიღო, ხოლო ამ შეზღუდვის მოხსნას ანალიზი სჭირდება.
“ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიებაა, რაც საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ, ესაა გადაადგილების შეზღუდვა. მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, ეს გაცილებით უფრო მკაცრი რამაა. ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე.
ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებას, ან გაუქმებაზე მსჯელობას, წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. ჯერჯერობით, ამაზე მსჯელობა არა, ჩვენ ჯერ ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, რადგან დარჩა ბიზნესები, სადაც შეზღუდვები ჯერ არ შეგვიმსუბუქებ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახენებთ, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. გადაადგილება აკრაძალულია როგორც ავტომობილებისთვის, ასევე, ქვეითად მოსარულეებისთვის.