ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

დღეიდან საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

ვირუსის გავრცელეის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლებმა სპეციალური რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ზედმიწევნით დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები.

შეგახსენებთ, აღნიშნული სამი ქალაქის გამოკლებით, სკოლის პროცესი საკლასო ოთახებიდან პირველი ტებერვლიდან განახლდა. დიდ ქალაქებში კი სასწავლო პროცესი დღემდე კვლავ დისტანციურად მიმდინარეობდა.

 

 

იტვირთბა....