“ქართული ოცნების” დეპუტატის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი დანიშვნის საკითხზე გუნდში კონსულტაციები არ ჰქონია და აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს. მისივე შეფასებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე გამოყოფა მნიშვნელოვანია.
„ვერ დაგიდასტურებთ ოფიციალურად, როგორც თქვენ, მეც ისე წავიკითხე ინფორმაციის სახით, ჯერჯერობით ამ საკითხზე კონსულტაციები არ მქონია, ალბათ გამაგებინებენ, დაველოდოთ მოვლენებს. ხვალაა კომიტეტის სხდომა და იქ იწყება გაყოფის პროცედურა, ეს ნამდვილად ვიცი. ზოგადად, გაყოფის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის თემები და სეგმენტია, რომელიც აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.