ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მიზეზი არ ჰქონდა თავის მოსაკლავად… რაღაც მოხდა ისეთი, რაც იმალება” – 14 წლის გარდაცვლილი გოგოს დედა

“სანამ გარდაიცვლებოდა ერთი კვირით ადრე, მითხრა ჩემმა შვილმა, რომ ბაბუამისი იყო ნასვამ მდგომარეობაში, საწოლში რომ მეძინა, მოვიდა და სულ თავში მირტყა რომ ვიწექიო. ძლივს ვიხსენი თავი, ვყვიროდი, ვერავის ვერ გავაგებინეო, გავიქეცი მამიდასთან დავრჩიო”, – ამის შესახებ 14 წლის გარდაცვლილი გოგოს დედამ, მერი რომანაძე TV პირველის ეთერში განაცხადა.

“სანამ დაიღუპებოდა ჩემი შვილი, წინა დღით მელაპარაკა, ძალიან ბედნიერი იყო, უნდოდა ჩემთან წამოსვლა, ყველაფრისთვის მზად იყო. არავითარი მიზეზი არ ჰქონდა თავის მოსაკვლელად. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ რაღაც მოხდა ისეთი, რაც იმალება.  ჩემი ყოფილი მამამთლი ყოველთვის სვამდა, შეიძლება, რამე კონფლიქტი მოუვიდა ბავშვთან და ბავშვი იძულებული გახდა, წავიდა და თავი მოიკლა…” – განაცხადა მერი რომანაძემ.

ცნობისათვის, ქობულეთში 14 წლის გოგომ სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუა მომხდარში ისევ გოგოს ადანაშაულებს. როგორც მოზარდის დედა ყვება, ბაბუა, რომელიც 14 წლის გოგოს ზრდიდა, მომხდარის შემდეგ გოგოს “ოჯახის შემარცხვენელს” ეძახდა. დედა ყვება იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც ძალადობის შესახებ გაიგეს, ბიძებმა 14 წლის გოგოს უმოწყალოდ სცემეს. 

იტვირთბა....