ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მას მთელი პანდემიის მანძილზე თითიც კი არ გაუნძრევია, არაფერი გაუკეთებია” – ვის მიმართავს ცერცვაძე

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომლითაც ვახტანგ კალოიანს მიმართავს. მისი თქმით პანდემიასთან ბრძოლას ქვეყანა კალოიანის გარშეც უმკლავდება.

“ბ-ნ კალოიანს მთელი პანდემიის მანძილზე თითიც კი არ გაუნძრევია, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია COVID-19-ს პანდემიასთან საბრძოლველად და ავადმყოფების დასახმარებლად. მას ვერაფრით მოუნელებია ის, რომ ქვეყანა მის გარეშეც უდიდესი წარმატებით უმკლავდება კოვიდ-19-ის პანდემიას და მუდმივად ცდილობს რაღაც საზიზღრობა თქვას და ხალხი დაზაფროს. ყოველდღიური ბოღმა, ღვარძლი და ქილიკი მისი სავიზიტო ბარათი გახდა, მაგრამ რაც მან ახლა დაწერა, ეს უკვე მისნაირი „ჰეითერისთვისაც“ კი მეტისმეტია.

ჯერ ერთი – რემდესივირი ყველაზე საკამათო ანტივირუსული პრეპარატი კი არ არის, არამედ ამერიკის FDA-ისა და მსოფლიოს ყველა წამყვანი გაიდლაინის მიერ რეკომენდებული და მთელ მსოფლიში ძალიან ფართოდ გამოყენებული სადღეისოდ ერთადერთი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც უკვე 2 თვეა საქართველოშიც ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენება”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისათვის, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლი, ექიმი ვახტანგ კალოიანი საქართველოს ხელისუფლებას და ჯანდაცვას აკრიტიკებს.

იტვირთბა....