ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვის ეხმარება ახლა გოგაშვილი საპატრიარქო ტახტზე?” – ელისო კილაძე მიმართვას ავრცელებს

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს ეხება.

“ცოტა ვრცელი სტატუსი გამომივა და თხოვნა მაქვს ბოლომდე წაიკითხოთ – ციანიდის საქმის ანატომია:
გერმანიაში საოპერაციოდ წაყვანილი პატრიარქი იმდენად მძიმე იყო, მინიმალური შანსი არსებობდა მისი გადარჩენის.

მემკვიდრედ მიიჩნეოდა უწმინდესის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი, მისი სიძე სოსო ოხანაშვილი იყო პატრიარქის დაცვის უფროსი, მამა გიორგი კი დიმიტრის ხელდასმული.

ციანიდის შეკერილი საქმის შედეგად, სოსო ოხანაშვილი ქვეყნიდან წავიდა, მამა გიორგი ტუსაღია, მეუფე დიმიტრის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

ციანიდამდე იყო ზაზა ქვარაიას ეპიზოდი ,თითქოს ის მეუფე იაკობის მოკვლას აპირებდა.(ეს ვერსია დაიბრაკა).

სოსო გოგაშვილის ამოცანა იყო მეუფე იაკობისთვის გაეკვალა გზა საპატრიარქო ტახტისკენ და შესაბამისად, ის ყოფილიყო ხელშეუხებელი ჩინოვნიკი.

ამ გზაზე მან დაგეგმა და განახორციელა მეუფე სერაფიმეს სკანდალი, მეუფე იობს გაუყო ეპარქია და იქ მისი ცოლის ბიძაშვილი მეუფე სვიმონი დაანიშნინა სინოდს, ასევე, სუსის მედიის მეშვეობით მოხდა თეოდორე ჭუაძის დისკრადიტაცია ლარად გადაცემული ქონების გამო,რომელიც მისი საერთოდ არ აღმოჩნდა.

გუშინდელი “აღსარება”არც შემთხვევითი ყოფილა და არც უდროო.

ორი კითხვა მაქვს:

როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

და ვის ეხმარება ახლა გოგაშვილი საპატრიარქო ტახტზე?( ფაქტია,რომ მოსაყდრე შიო არა”, – წერს ელისო კილაძე.

ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მედიასთან ალაპარაკდა. მან TV პირველი ეთერში ციანიდის საქმეზე ისაუბრა და თავისი ვერსიაც გააჟღერა. თუმცა ინტერვიუს დროს ამ თემაზე მისი განცხადებები, პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთგვარად წინააღმდეგობრივიც იყო.

იტვირთბა....