ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტო) “ჩვენზე უარესებიც ყოფილან სერბეთში” – რა მიმართვას ავრცელებს კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, უნდა არსებობდეს ბევრი ინიციატივა თუ როგორც გავზარდოთ ინფორმაცია ვაქცინაციისა და ვაქცინების შესახებ. მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ცრუ ინფორმაციის ნაკადების მართვა და ვაქცინებისადმი ადამიანების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოსახერხებელი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ვაქცინაციის გეგმის წარმატების ძირითადი ელემენტია: ბევრი ინიციატივა თუ როგორც გავზარდოთ ინფორმაცია ვაქცინაციისა და ვაქცინების შესახებ

საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის რელიგიური და სხვა გავლენიანი ლიდერების. წინააღმდეგობის პრობლემაში კარგად გარკვევა, ნდობის აშენება, ჭორების და ცრუ ინფორმაციის ნაკადების მართვა

ვაქცინებისადმი ადამიანების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოსახერხებელი

პ.ს. საქართველოს იდენტური პროცენტია ვაქცინის დამყოლობაზე ხორვატიაში და ჩვენზე უარესებიც ყოფილან სერბეთში”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

იტვირთბა....