ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაზე ისაუბრეს კიევში უგულავამ და სააკაშვილმა – ექსპრეზიდენტის განცხადება

“გიგი (უგულავა) იყო მართლა აქ, ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, რადგან არ მინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  TV პირველს განუცხადა.

“მე, რა თქმა უნდა, მათი კამპანია არ მომეწონა, მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ პირველ რიგში, დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე, მაგრამ შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო, საჭიროა მომავალზე კონცენტრირება, მით უმეტეს, მათი რაღაც პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მათ პარტიულ პროექტს, როცა ის შეიქმნა, განსაკუთრებული, რაღაცა ცალკე ნიშა არასდროს ჰქონდა ქართულ პოლიტიკაში. არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოს შექმნა, იდეა და არსებობს ივანიშვილი, რომელიც არის ამ ქართული სახელმწიფოს დამაქცევარი და მოდერნიზაციის წინააღმდეგი.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, არსებობს კოალიციის შესაძლებლობა ამ ჯგუფებს შორის, მაგრამ ორი ფუნდამენტური იდეა არის, დიდი მანევრი სხვებისთვის აღარაა, ახლა ყველაფერი მოდის იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი დაიბრუნებს არჩევანის უფლებას. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ხალხი უნდა იყოს, მოხდება მუდმივი განახლება, ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ რა მაგრა განახლდა, მაგარი ახალი ხალხი მოვიდა, ძველ მებრძოლებსაც მე ძალიან ვაფასებ და მათთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი ახალ კონფიგურაციაში, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ახალი თავმჯდომარე, რომელიც სულ სხვანაირად მუშაობს, და ძალიან მაგრა მუშაობს, ძალიან საინტერესო ხალხია…ასეთი ხალხი რომ მოვიდა პოლიტიკაში, რაღა დროს ვოლსკებია, რაღა დროს ბონძღებია, რაღა დროს მუმიებია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....