ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ცდიან მელიას დაჭერას, უი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ” – სააკაშვილი

“ვფიქრობ, ქართველი ხალხი მონახავს ძალას, ორგანიზებულად, მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ არ დაუშვას ძალადობის გაგრძელება. ნიკა მელია გმირულად იქცევა, მაგრამ ახლა თითოეული ქართველი უნდა გახდეს ლიდერი და იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ცდიან მელიას დაჭერას, უი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ. ასეთ დღეში არიან. ეგენი თვითონ რომ არიან მხდალები, აქედანაც გადაწყვიტეს, რომ მხდალები არიან. საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ეს არის საქართველოს ბრძოლა საქართველოს მტრებთან. ეს არის სინათლის და სიბნელის ბრძოლა, სადაც საბოლოო ჯამში, სინათლე გაიმარჯვებს.”

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ამის შესახებ მან “TV პირველს” განუცხადა.

ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

იტვირთბა....