ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

(ფოტო/ვიდეო) არაბთა გაერთიანებული საამიროების აპარატის მიერ მარსის ორბიტაზე გადაღებული პირველი ფოტო გამოქვეყნდა

BBC-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ზონდმა Hope მარსის ორბიტაზე გადაღებული პირველი ფოტო დედამიწაზე გამოაგზავნა.

როგორც აღნიშნული მედიასაშუალება იუწყება, ფოტო მარსის ზედაპირიდან 24 700 კილომეტრის სიმაღლეზე, ოთხშაბათს არის გადაღებული – აპარატის წითელი პლანეტის ორბიტაზე გასვლიდან მეორე დღეს.

Hope-ის მიერ მარსის პირველი ფოტოს გადმოგზავნა განმსაზღვრელი მომენტია ჩვენს ისტორიაში და იმის ნიშანია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროები კოსმოსის შემსწავლელ მოწინავე სახელმწიფოებს შეუერთდა. იმედი გვაქვს, რომ მისია მარსის შესახებ ახალ აღმოჩენებს გააკეთებს, რომლებიც კაცობრიობას სარგებელს მოუტანს“, – ნათქვამია მისიის ოფიციალურ Twitter-ზე.

ინფორმაციისთვის, აპარატი წითელი პლანეტის ორბიტაზე ხუთშაბათს გავიდა. კოსმოსური აპარატი წითელი პლანეტის ამინდს და კლიმატურ სისტემებს შეისწავლის და ამ პროცესის ფარგლებში დედამიწაზე კიდევ არაერთ ფოტოს გამოაგზავნის.

იხ: ფოტო:

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....