“18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა,” – ამის შესახებ ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს.
თამარ ივერი აღნიშნული პოსტით ქობულითში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ამბავს ეხმიანება.
„საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი:
18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!
წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით!!
გაივსო ქვეყანა….საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით!!
ისინი შემდგომ ან ოჯახური, ან გოგონები ვინმე მამაკაცის სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ან ცუდ წრეში ვარდებიან: ნარკომანდებიან, აზარტულ თამაშებს ეძალებიან, სწავლა განათლებაც გვერდით რჩებათ, ხშირად ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ ან უარეს შემთხვევაში, მიტოვებულნი, მარტოსულნი და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს!!!
არანაირი თვეში 800€ და ვიღაც იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებად! ბოლობოლო უნდა დავემსგავსოთ ქვეყანას და უნდა დაენიშნოს 18 წლამდე მოზარდის მშობელს თვეში მინიმუმ 1000-ლარიანი დახმარება!!!
პარლამენტარებო! მოიკელით გეთაყვა ისედაც გაბერილი ხელფასები და პრემიები და იზრუნეთ ჯანსაღი თაობის აღზრდაზე მათ მშობლებთან ერთად! მორჩა,“ – წერს თამარ ივერი.