” ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას,” – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, როდესაც უსამართლობა ხდება კანონი, წინააღმდეგობა ხდება მოვალეობა.
“დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში. ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება”, – წერს ჯაფარიძე „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, 13 თებერვალს შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში “ჯაფარასთან” შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.