ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “შეხება არ მქონია ბავშვთან, დედამისს აგებინეთ პასუხი” – რას აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბიძა

ქობულეთის მუნიციპალიტეტ, ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ოჯახმა ექსპერტიზის პასუხი დღეს მიიღო.

თუმცა ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი აცხადებს, რომ ისინი მედიასთან კონტაქსტს წყვეტენ. ამასთან, მოზარდის ოჯახის წევრები – იყო თუ არა არასრულწლოვანზე ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა კომენტარის გაკეთებისგანაც იკავებენ თავს.

“ეს არის ცრუ ინფორმაცია, საერთოდ შეხება არ მქონია ბავშვთან. მე პირადად და არც ჩემს ძმას. გამომძიებლებმა გაარკვიეს ყველაფერი, ბავშვზე ხელი არ არის დანადები. რაც მოხდა, გაირკვა. ბავშვთან შეხება არ მქონია. დედამისს აგებინეთ პასუხი ცრუ ინფორმაციაზე”, – განაცხადა ამირან ცეცხლაძე.

შეგახსენებთ, 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა. სქესობრივი კავშირის  მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....