ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნეტავ საერთოდ არ წასულიყო…. არ გაბედოს არავინ და არც კი დაასველოს სიტყვა ცუდი!” – კვალიაშვილი ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

მომღერალი, ეკა კვალიაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.

როგორც მომღერალი თავისივე პოტში აღნიშნავს, საკუთარმა ქვეყანამ განსაკუთებით ხელოვანი ადამიანები დაავადა და სხვა ქვეყანაში გააქცია. ამასთან, კვალიაშვილი დასძენს, რომ ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალება კორონავირუსს არ დაუკავშირონ.

„რატომ ხდება ასე, საკუთარ ქვეყანაში დააავადეს ადამიანი, გაჭირვებისგან და ნერვიულობისგან, გააქციეს უამრავი ადამიანი და განსაკუთრებით ხელოვანები… სხვა ქვეყნებმა დააფასეს და შემდეგ საკუთარში მოღალატეები უწოდეს, შეიწირეს, ნოსტალგიით თუ განცდებით, დაუმსახურებელი მოპყრობითა და ჭორებით. იმის მაგივრად, სიყვარული მიეცათ ადამიანებისთვის, იმის მაგივრად მოფერება და სითბო გაეცათ…. დააავადეს, და….

მაინც გიჟდებიან მკვდრებზე, ხო და მაგ დროს გრძნობენ მხოლოდ პრივილეგიას, რომ თვოთონ ცოცხლები არიან და ის ვიღაც უკვე აღარ არის! ხო და ისეთი ვარ, არ იცით. მე, ეკა კვალიაშვილს ნეტავ მქონოდა საშუალება და მქონოდა ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ ზურას დავხმარებოდი, ნეტავ ცოცხალი ჩამოსულიყო.

ნეტავ საერთოდ არ წასულიყო…. მოკლედ, ვისაც შეეძლო და არ მიაქცია ყურადღება ზურა დოიჯაშვილს, ვინც ფეხზე დაიკიდა ადამიანის სიცოცხლე და საერთოდ ადამიანები, იცოდეთ, კარმა არსებობს, კარმა კი ბუმერანგია და ელოდეთ.

მოკლედ, ჩვენი ზურა დოიჯა, ჩვენი უსაყვარლესი, უკეთილშობილესი და საოცარი ზურა აღარ გყვავს.

და არ გაბედოს არავინ და არც კი დაასველოს სიტყვა ცუდი და ავადმყოფობას კოვიდი არ მიაწეროს თორემ, პირადად მე გავცემ პასუხს და, ვაი, მას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. დღეს ზურა აღარ გყვავს ფიზიკურ სხეულში, ჩვენი ზურა, ჩვენი ზურიკო. ნათელში გამყოფოს ღმერთმა ჩვენო ზურიკო… ძალიან მიყვარხარ…“,-წერს ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....