„ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს ვის მხარესაა, გავრილოვის, თუ საკუთარი ხალხის“.
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ყოფილი გენერალური მდივანი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 12 თებერვალს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა ამოეწურა, პროკურატურამ პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს.
პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.
Nika Melia / ნიკა მელია-ს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის…
Posted by Gigi Ugulava on შაბათი, 13 თებერვალი, 2021