ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა სახის შეზღუდვები იხსნება ხვალიდან საქართველოში

15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა იხსნება.

კერძოდ, ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);

ასევე, კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.

აღსანიშნავია, რომ 15 თებერვლიდან მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

ორგანიზაციები, რომლებიც დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ.

იტვირთბა....