ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის  357 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 652 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში კოვიდ 19-ი  258 093-მდე ინფიცირებულმა დაამარცხა.

ამასთან, ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსს  3 352 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, ხოლო ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 979 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 802 პირი.

იტვირთბა....