იემენში, საპორტო ქალაქ ადენის მმართველი დაცვის 5 წევრთან ერთად მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
შემთხვევაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
მმართველი ჯააფარ საადი არმიის გენერალი იყო, რომელიც 1994 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომშიც იღებდა მონაწიელობას. შემდეგ საადი ბრიტანეთში ემიგრციაში ცხოვრობდა და 2015 წლის დასაწყისში დაბრუნდა იემენში.