სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ე.წ., ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში მარტო არ უნდა იჯდეს.
როგორც გოგაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროში სამართლიანად ზის, მაგრამ ამ საქმეზე დამნაშავე მხოლოდ ის არაა.
სოსო გოგაშვილი, რომელიც იმ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო, კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტზეც საუბრობს და იხსენებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის უფროსმა შორენა თეთრუაშვილის ტერორიზმის მუხლით დაჭერა მოითხოვა.
“დამიკავშირდა დაცვის თანამშრომელი და მითხრა, რომ გქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელიც შორენასთან იყო დაკავშირებული. მითხრა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს უნდოდა მოსვლა და დეტალებს ის მეტყოდა. მითხრა ასეთი რამ, აქვს ინფორმაცია, რომ შორენა თეთრუაშვილი იფარავს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს, აღგვეძრა საქმე და პასუხისგებაში მიგვეცა.
გვეუბნება, რომ შორენას შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი, და ამაზე საქმე უნდა აღიძრას და დაიჭირეთ. ამას დაჟინებით ითხოვდა. ავუხსენი, რომ ეს არ იყო ადვილი საქმე და არ შეიძლება შევკეროთ საქმე პატრიარქის მდივან-რეფერენტზე, და დავიჭიროთ,’- განაცხადა გოგაშვილმა.
მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილის ბრალეულობა არ გამოიკვეთა.
“ეს საკითხი პორკურატურასთან გავიარეთ, აბსურდი იყო და სასაცილო იქნებოდა, თუ ამას გააკეთებდა”- აცხადებს სოსო გოგაშვილი.
ამასთან, სოსო გოგაშვილმა აღნიშნავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მმართგელ გუნდამდე და ბიძინა ივანიშვილანდე არ მიუტანია.