ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გიორგი მამალაძე ციხეში მარტო არ უნდა იჯდეს”- სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე “ციანიდის საქმეზე”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე  სოსო გოგაშვილი ე.წ., ციანიდის საქმეზე დუმილს არღვევს და არსებულ გარემოებებზე ყვება.

როგორც გოგაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროში სამართლიანად ზის, მაგრამ ამ საქმეზე დამნაშავე მხლოდ ის არაა.

გოგაშვილის თქმით, გიორგი მამალაძეს ჰყავს თანამზრახველებიც, რომლებსაც დღემდე არ ამხელს მათ.

“გიორგი მამალაძე ციხეში ზის, იმიტომ, რომ ის არის კრიმინალი, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს საქმე დამთავრებულია. პირიქით, ამ საქმის კარგი გამოძიება უნდა დაიწყოს და ამაში ვეცდები რაღაც როლი შევასრულო. მამალაძე ციხეში მარტო არ უნდა იჯდეს, მე ცოტა სხვანაირი ვერსია მაქვს ამ დანაშაულზე და ის ციხეში მარტო არ უნდა იჯდეს. მამალაძეს მენტალიტეტია, არ გათქვას ტავისი თანამოაზრეები და ის ამას დღემდე პირნათლად ასრულებს. გჯერათ, რომ მარტო მოქმედებდა,”- აცხადებს გოგაშვილი.

შეგახსენებთ, 2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოში ამ საქმეზე დავა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ მამალაძეს ბრალად ედებოდა პატრიარქის მთარგმნელ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება, რისთვისაც მან მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი შეიძინა და ასევე, იარაღის უკაონოდ შეძენა-შენახვა.

 

 

იტვირთბა....