aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საერთოდ ვერ მიხვდი, გარეთ რატომ გამოვიდნენ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები”- სოსო გოგაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე  სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულება მას ვერცერთ საქმეზე მოედავება, ვინაიდან არანაირი დანაშაული ჩადენილი არ აქვს. ამის შესახებ სოსო გოგაშვილმა “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,

“არ არსებობს საქმე, რომლითაც სოსო გოგაშვილს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ, იმიტომ, რომ მას არანაირი დანაშაული არ აქვს, ამაში გარწმუნებთ,”- ამბობს გოგაშვილი.

ჟურნალისტის კითვაზე, დღეს საქართველოში ვისაც იჭერენ, ყველა მათგანი ჩადის თუ არა დანაშაულის, გოგაშვილი პასუხობს, რომ უდანაშაულო ადამიანებს არ აკავებენ.

“ერთი ადამიანი მითრხაით, უდანაშაულო ვინ ზის ციხეში?”

ამაზე ჟურნალისტი შეეკითხა, არიან თუ არა კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავეები, რაზეც გოგაშვილი პასუხობს:

“კარტოგრაფები? კარტოგრაფების საქმე არის ძალიან მასშტაბური საქმე. ეს საქმე ბოლომდე არ იყო მიყვანილი, როცა ეს ადამიანები გარეთ გამოვიდნენ. საერთოდ ვერ მიხვდი, გარეთ რატომ გამოვიდნენ,”- აცხადებს სოსო გოგაშვილი.

ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

იტვირთბა....