რუსთავში მცხოვრები 18 წლის გოგო პოლიციის თანამსრომელ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას “შაბათის ფორმულა” ავრცეებს.
არსებული ინფორმაციით, გოგონა ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა, რის გამოც თვითმკვლელობაც სცადა. აღნიშნულ საქმეს იძიებდა რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელი ერთი წლის განმავლობაში.
როგორც გოგონა”შაბათის ფორმულას” უყვება, ის გამომძიებელს 11 იანვარს საქმესთან დაკავშირებით შეხვდა.
გოგონას თქმით, შეხვედრამდე გამომძიებელმა მას სექსუალური შინაარსის ფოტოების გამოგზავნა სთხოვა. ქალი იხსენებს, რომ მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა და ამბობს, რომ პოლიცია მომხდარით, მხოლოდ მეორე სუიციდის მცდელობის შემდეგ დაინტერესდა.
მომხდარზე დაინიშნა ექსპერტიზები, ოფიციალური ცნობით, გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდა და ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუმცა, განყოფილებაში მისულმა გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, რომ სავარაუდო მოძალადე, სამსახურში იმყოფებოდა.