ახალი ამბები მთავარი სამართალი

14 წლის გოგო დღეს დაკრძალეს, დედას კი შვილის საფლავზე მისვლის საშუალება არ მისცეს

14 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დღეს დაკრძალეს.

მოზარდი სოფელ ქაქუთში დაკრძალეს, ხოლო დედამისს, მერი რომანაძეს ყოფილი მეუღლის ნათესავებმა შვილის საფლავზე მისვლის საშუალება არ მისცეს.

მერი რომანაძემ, შვილის საფლავზე მისვლა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ნათესავებმა ტერიტორია დატოვეს.

ის სასაფლაოზე სამართალდამცველებთან ერთად მივიდა.

შეგახსენებთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოოგნას სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ  10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგოს ბაბუის მტკიცებით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. თვითმკვლელობიდან მეორე დღეს კი პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა.

გარდა ამისა, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ.

 

იტვირთბა....