“ვფიქრობ უკვე შესაძლებელია საქალაქთაშორისო მიმოსვლის აღდგენაც დაიწყოს, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც აღარ არის მაღალი ინფიცირებულთა რაოდენობა,” – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ირაკლი ხმალაძემ “რეზონანსთან” საუბრიას განაცხადა,
ამასთან, როგორც ინფექციონისთმა გამოცემასთან საუბრიასას განმარტა, რეალურად ხალხი ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებით ძალიან გაწვალდა.
“მე ვფიქრობ უკვე შესაძლებელია საქალაქთაშორისო მიმოსვლის აღდგენაც დაიწყოს, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც აღარ არის მაღალი ინფიცირებულთა რაოდენობა. რასაკვირველია, ამ კუთხითაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ რომელიმე შეზღუდვის მოხსნა გამოიწვევს დაინფიცირებულთა რაოდენობის მატებას, იმ წამსვე უნდა დაბრუნდეს ის.
რეალურად ხალხი უკვე ამ შეზღუდვებით ძალიან გაწვალდა და კარგად მესმის ამის, თუმცა სიფრთხილის ნორმები უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება კომენდანტის საათს, ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა მოიხსნას.
ძალიან მიჭირის კომენდანტის საათის მნიშვნელოვან შეზღუდვად აღქმა. რას ნიშნავს ეს? ადამიანები არ გადიან ღამით ქუჩაში, ამ დროს ქუჩაში ყველაზე ნაკლები შანსია ვირუსის გავრცელების, უფრო მეტი საშიშროებაა მაშინ, როცა ადამიანები ერთ შენობაში იმყოფებიან, ან ერთმანეთთან ახლოს არიან. კომენდანტის საათი, ვფიქრობ, უნდა მოიხსნას.” – აცხადებს ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 757 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.