ახალი ამბები მთავარი სამართალი

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. მომდევნო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ახლობლები ძალადობაში პირიქით გოგონას ოჯახის წევრებს ადანაშაულებენ და ისინი ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებენ.

“ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მას აუცილებლად გავასაჩივრებთ. არა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების არანაირი არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, როცა გამოძიება დაიწყო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან. როცა ბავშვი გარდაიცვალა, მისი დაკავება მოხდა სახლში, არსად არ იმალებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მტკიცებულებებს ვერ გაანადგურებდა, ვერც ზეწოლას მოახდენდა მოწმეებზე. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და გავასაჩივრებთ”, – განაცხადა ადვოკატმა ირაკლი შავაძემ.

ცნობისთვის,  ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ნ.ტ.-ს ბრალდება 12 თებერვალს წარედგინა.

იტვირთბა....