ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მოიკლა თავი და მისი დანაშაული გამოისყიდა“ – რას ამბობს გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუა

“ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსში, ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში მომხდარ ტრაგედიაზე გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები საუბრობენ.

როგორც გადაცემის ანონსში გარდაცვლილი 14 წლის ბაბუა ამბობს, ბავშვმა სუიციდით თავის დანაშაული გამოისყიდა.

„მოიკლა თავი და მისი დანაშაული გამოისყიდა“, – ამბობს ბაბუა, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი”.

ცნობისთვის,  ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ ნ.ტ.-ს ბრალდება 12 თებერვალს წარედგინა.

ტრაგედია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 9 თებერვალს მოხდა.

ამასთან, როგორც 14 წლის გოგონას დედა ამბობს, მისი შვილი ბიძებმა სცემეს.

„ბავშვი ამ მდგომარეობაში, რომ მოხდა იმ დღეს სანამ პოლიციაში ჩამოიყვანდნენ ბავშვი უმოწყალოდ სცემეს თავისმა ბიძებმა, სულ წიხლ-ქვეშ იგორეს ბავშვი. ზურგი, ფეხები, ხელები ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს, ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში. ასეთი რამე რატომ გააკეთე, გაგვაპაზორეო. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა, სხვა ნურავის დაადანაშაულებთ. გზაში თურმე სულ მუშტებით ემუქრებოდნენ ნათესაობა, ჩვენზე არაფერი არ თქვა, თორემ მოგკლავო…“ – ამბობს დედა.

მისივე თქმით, ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, შვილთან კონტაქტს კი მამამთილი უზღუდავდა.

იტვირთბა....