მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, ნახუნაოდან დიდი ჭყონისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც აალდა.
მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მგზავრი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში უკვე გადაიყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.
ამ დროისთვის კი ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.