ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბოკერიას გადაწყვეტილება პარტიისთვის კატასტროფა იქნება და ამიტომ ვსაუბრობ ხმამაღლა…” – გიგი უგულავა

“გიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, მიმაჩნია, რომ პარტიისთვის კატასტროფა იქნება და ამიტომ ვსაუბრობ ხმამაღლა…” – ამის შესახებ ” ევროპული საქართველოს” ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც უგულავამ ტელეკომპანიასთან საუბრისას დასძინა, ის ხელს არავისკენ იშვერს, თუმცა ამბობს, რომ ბოკერიას გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი არ არის.

“ჩვენ სამივე [დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია] ვალდებულები ვართ, ჩვენი საკუთარი პრინციპების გამო, იმ პრინციპების გამო, რომლის გამოც ეს პარტია შეიქმნა, რომ არ არის უპირობო ადამიანი, რომ რაც არ უნდა გასაჭირი იყოს იმ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით არ უნდა ახსნა შენი წარუმატებლობა, რომ, როცა მოგიწევს დრო, უნდა გეყოს შინაგანი ძალა, გაიწიო გვერდზე და მისცე შესაძლებლობა ახალ თაობას, დაიძრას.

შეიძლება, ვიღაც ჩემ გამოც არ მოდის. კარგად მინდა გაიგოთ, ხელს არ ვიშვერ გიგასკენ. მე რომ ვიყო იმ პოზიციაში, ბუნებრივი კრიტიკის საგანი ვიქნებოდი, იმიტომ, რომ არ არის ეს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, თუ ასე დარჩა, პარტია ვერ განვითარდება.

გიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, მიმაჩნია, რომ პარტიისთვის კატასტროფა იქნება და ამიტომ ვსაუბრობ ხმამაღლა…” – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ პარტიულ თანამდებობას ტოვებს და თუკი გიგა ბოკერიაც ასევე არ მოიქცევა, პარტიასაც დატოვებს

იტვირთბა....