საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობას ეხმაურება. – ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტი აღნიშნულ განცხადებაშ ამბობს, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა.
,,14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის, მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!”, – აღნიშულია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქობულეთში, 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მედიაში გავრცელებული ვერსიით, მოზარდი ორი თვის წინ გაუპატიურეს. ხოლო 14 წლის გოგოს თვითმკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციამ 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. მას თექვსმეტ წელს მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირში ედება ბრალი.
აღნიშნული დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაკავებულს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.