მარჯვენასაჭიანი მანქანების შესაძლო აკრძალვას მოქალაქეები აპროტესტებენ. ლოზუნგით „მე არ ვარ საშიში“ საპროტესტო აქცია გაიმართა.
მძღოლებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზის პირველ ზოლში, რამდენიმე კილომეტრზე გააჩერეს საკუთარი ავტომობილები და გააკეთეს უწყვეტი ჯაჭვი. ჯაჭვი მშრალი ხიდიდან იწყებოდა და თამარ მეფის ხიდამდე გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა ხვალ პარლამენტში შევა. აქციის მონაწილეები დეპუტატებს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ საკანონმდებლო ინიციატივას.