ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში გარცავლილი 14 წლის გოგონას ბაბუა აცხადებს, რომ მოზარდმა “თავი მოიკლა და ამით დანაშაული გამოისყიდა.”
აღნიშნულის შესახებ ბაბუამ “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში თქვა. სიუჟეტში მომხდარ ტრაგედიაზე გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები საუბრობენ.
“მოიკლა ბავშვა თავი და ამით მისი დანაშაული გამოისყიდა. დანაშაული იყო, გაუპატიურებული იყო ბავშვი,”- ამბობს გოგონას ბაბუა.
ბაბუა უარყოფს, რომ მოზარდზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ და ამბობს: “არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ჩამოიხრჩო თავი და მორჩა.”
შეგახსენებთ, 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა. სქესობრივი კავშირის მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე წაარედგინა.
გარდა ამისა, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ.