ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შევა თუ არა “სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში ერთჯერადად ნულოვანი ბარიერის მხარდასაჭერად

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის მომდევნო არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას არ მიესალმება და მიაჩნია, რომ პარტიებისთვის დაწესებული 3%-იანი ბარიერი ძალიან ნორმალური იქნება. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა კითხვის საპასუხოდ, შევა თუ არა პარლამენტში ერთჯერადად უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის ხმის მისაცემად.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტისთვის მხარდასაჭერად მისი პარტია პარლამენტში ერთჯერადად შესვლას არ აპირებს.

ვაშაძე პოლიტიკურ გეგმებზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ მომავალში სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც ითანამშრომლოს.

“ჩვენ არ გვექნება ბარიერის პრობლემა შემდგომ არჩევნებში ამაში 100% ვარ დარწმუნებული და მეტი ამბიციებიც გვაქვს… შესაძლოა პარტნიორობა სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც გვქონდეს. მთლად ნულოვან ბარიერის მომხრე კი მე არ ვარ, 3%-იანი ბარიერი მე ნორმალურად მიმაჩნია.

ცალკე აღებული შესვლა-არშესვლის საკითხი მოიხსნა, თუ ოპოზიციის შეთანხმება არ მოხდა, 1 და 2 პარტიის შესვლით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ დგება. ერთჯერად შესვლაზე ნამდვილად არ გვიმსჯელია პარტიის შიგნით და არ მგონია, პარლამენტში ერთჯერად შესვლას დავუჭიროთ მხარი,”- განაცხადა გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა, მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. სამნიძე ხაზს უსვამს, რომ მგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

.

 

 

 

იტვირთბა....