ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ცხონებული ბებიაჩემის ვენერა ჩაჩიბაიას მძივი რომ გამეკეთებინა და ეთქვათ, ეს უნდა გეკეთოსო, ასე მეკეთა ეს სამაჯურიც”- ნიკა მელია

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის სასამართლოს უკანონო განაჩენს არ დაემორჩილება და არც გირაოს გადახდას აპირებს.

როგორც მელიამ “პოლიტიკურ პარასკევში” განაცხადა, ელექტრონული სამაჯური, რომელიც მან აქციის დროს საჯარო სივრცეში გადააგდო, რეალურად მის მონიტორინგს ვერ უზრუნველყოფდა.

“ეს შემაკავებელი ფაქტორი კი არა, უსამართლო სამაჯური იყო, რომელიც ელექტრონულ მონიტორინგსაც ვერ ახორციელებდა. ანუ, “ჯიპიარის“ სისტემაზე არ იყო დაკავშირებული. ვერ აკონტროლებდა, მელია საგურამოში იყო, ზუგდიდში იყო თუ თბილისში. იმ დროისთვის ასეთი სამაჯური არ ჰქონიათ შემოტანილი.  ცხონებული ბებიაჩემის ვენერა ჩაჩიბაიას მძივი რომ გამეკეთებინა და ეთქვათ, აი ეს უნდა გეკეთოს, ესე მეკეთა ეს სამაჯური, მართლა,”- აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ამოეწურა. ნიკა მელიამ საკუთარი პოზიცია პირველივე დღიდან დააფიქსირა და გირაოს გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ ის უსამართლობაში არ მიიღებს მონაწილეობას და უკანონო განჩინებას არ აღასრულებს.

ვადის ამოწურვის შემდეგ, გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

იტვირთბა....