მთავარი ციტატა

“არ ველოდებოდი, ნამდვილად არ ველოდებოდი”- რაზე საუბრობს ნიკა მელია

“არ ველოდებოდი, ნამდვილად არ ველოდებოდი, ეს საქმე აღარც კი მახსოვდა. 100%-ითაა ყველა დარწმუნებული, რომ ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში უპირობოდ მოვიგებ, უპირობოდ. იმდენი სისულელე აქვთ გაკეთებული, წარმოუდგებელია, ამ საქმემ არ გაიმარჯვოს, თუ იქამდე მისვლა დაგვჭირდა და ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს მოხდება.”

ნიკა მელია – ენმ-ის თავმჯდომარე

ამის შესახებ ნიკა მელიამ “პოლიტიკურ პარასკევში” განაცხადა კითხვაზე საპასუხოდ, ელოდებოდა თუ არა, რომ ამ საქმეზე მოვლენები ასე განვითარდებოდა. 

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სასამართლოსგან დაკისრებული გორაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ამოეწურა. ნიკა მელიამ საკუთარი პოზიცია პირველივე დღიდან დააფიქსირა და გირაოს გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ ის უსამართლობაში არ მიიღებს მონაწილეობას და უკანონო განჩინებას არ აღასრულებს. 

ვადის ამოწურვის შემდეგ, გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

იტვირთბა....